ფეხბურთი

13:29 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი კვლავ უქმობს

თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-8 ტურში, “ქაისერისფორი” გასვლაზე “ბურსასფორთან” 0:2 დამარცხდა. “ქაისერის” კაპიტანს ზურა ხიზანიშვილს საზარდულის ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და 18-კაციან განაცხადში არ იყო. ხიზანიშვილის გუნდს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 18 გუნდში ბოლოსწინაა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) 24-ე ტურის დასკვნით მატჩში, რიგის “დაუგავამ” საკუთარ მოედანზე “ილუკსტეს” 7:1 მოუგო.

გამარჯვებულებში გიორგი დიაკვნიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ილუკსტეში” სრულად გაისარჯნენ გიორგი ხუმარაშვილი, გიორგი ტუხაშვილი და ჯემალ ჯალიაშვილი. რიგელებს 45 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან. “ილუკსტემ” მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, “განძასარი”, სადაც შოთა ჯიქია გამოდის, სტუმრად “პიუნიკს” დაუზავდა – 2:2, ხოლო “ულისესმა”, რომელშიც თენგიზ უგრეხელიძე ირჯება, შინ “ბანანცს” 1:0 აჯობა. “განძასარს” 12 ქულა აქვს და 8-გუნდიან პრემიერლიგაში მესამეა, “ულისესი” კი, 6 ქულით მეშვიდეა.

0.112731