ფეხბურთი

16:10 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანეიშვილი შაბათს ვარჯიშს დაიწყებს

გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე წავიდა, თუმცა ოთარ ხიზანეიშვილი გუნდს ვერ გაჰყვა. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და რამდენიმე დღე დასვენება სჭირდებოდა. "მსოფლიო სპორტი" ხიზანეიშვილს დაუკავშირდა:

"გავცივდი, ბრონქების ანთება მქონდა და ახლაც ვერ ვარ კარგად. ჯერ ბოლომდე უნდა გამოვჯანმრთელდე და შაბათს დავიწყებ ვარჯიშს. ან ინდივიდუალურად მოვემზადები, ან რომელიმე გუნდს შევუერთდები".

ხიზანეიშვილი, როგორც იცით, "დილაში" დარჩა და სეზონს ამ კლუბში დაასრულებს. ოთარის გარდა, თურქულ შეკრებაზე ვერც გიორგი ქვილითაია წავიდა, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს და მკურნალობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102479