ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებების თუ დასანანი შეცდომების გამო რამდენიმეჯერ დაკარგული ოქროს მედალი ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპირველობაზე იპოვა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის გორელმა სპორტსმენმა საწადელს ძველებურ სტილთან შედარებით ნაკლებად ეფექტური, თუმც ტაქტიკურად გაცილებით გამართული ჭიდაობით მიაღწია.
ხინჩეგაშვილი ფინურ ხალიჩაზე სულ ოთხჯერ გავიდა. საჩემპიონო აღმართს მერვედფინალიდან შეუყვა, ბულგარელი გეორგი ვანგელოვის ძლევით - 6:2. ფრანგ ზოჰეირ ელ უარაქთან პირველი პერიოდის შემდეგ 5:2 დაწინაურდა, მეორე სამწუთეულის დაწყებისთანავე კიდევ ერთი ორქულიანი შეასრულა და შეხვედრა სასურველ ფინიშამდე საკმაოდ მშვიდად მიიყვანა – 7:4. მთავარი ბრძოლა კი ნახევარფინალში გადაიტანა, რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ამპართან.
შეხვედრის პირველი ნახევარი ხინჩეგაშვილმა მოწინააღმდეგის ხალიჩის მიღმა გაყვანით აღებული ერთადერთი ქულით მოიგო. მეორე პერიოდი ამპარის უპირატესობით დაიწყო - რუსმა ორი ორქულიანი ილეთი შეასრულა და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ხინჩეგაშვილმა ჯერ ორ ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, შემდეგ წონასწორობა აღადგინა, საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე კი ფინალის საგზურის მომტანი ორქულიანიც მიითვალა – 6:4.
ოქროს მედლისთვის ქართველი მსუბუქწონოსანი მონაკოს სახელით მოჭიდავე ევროპის 2-გზის ჩემპიონს, 35 წლის მოლდოველ გენადი ტულბეას დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ევროპული პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად 13 წლის წინ ავიდა, მაშინ, როდესაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ფინალის პირველი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ აქტიურობის ხარჯზე მინიმალური ანგარიშით მოიგო, ტულბეას გაფრთხილების გამო მიღებული ქულით. მეორე პერიოდის დაწყებისთანავე კი მოწინააღმდეგეს 4-ქულიანი ილეთი შეუსრულა და უპირატესობა ზედმეტი რისკის გარეშე, მშვიდად შეინარჩუნა – 5:1.
მიმდინარე ევროპირველობამდე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევრო-პოდიუმზე ორჯერ იყო ასული. 2011 წელს მეორე საფეხურზე, ხოლო 2013 წელს – მესამეზე. ამასთან, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში იჭიდავა და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 61 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე გავიდა, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა.
ძირითად ბადეში ლომთაძემ ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველ წრეში სომეხი ნარეკ სანოიანი 14:9 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 6:12 წააგო. არადა ბოლო წუთამდე ანგარიში 6:6 იყო.
ალიევმა შემდეგი ეტაპიც წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრების წევრს ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა გაუხსნა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბექა ლომთაძეს მეტოქედ გერმანიის ნაკრების წევრი ალექსანდერ სემისოროვი ერგო და სამწუხაროდ, ჩემპიონატზე გამოსვლა სწორედ ამ შეხვედრით დაასრულა – 4:15.
ხვალ მედლები 74 და 125 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხინჩეგაშვილის შეხვედრები ევროპაზე
ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვება მერვედფინალში ბულგარელ ვანგელოვთან
0?'>https://www.youtube.com/watch?v=0I-crBjjanM':'>https://www.youtube.com/watch?v=0I-crBjjanM'))
ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვება მეოთხედფინალში ფრანგ ელ ქუარაქთან
0?'>https://www.youtube.com/watch?v=ljMQQznS5Sk':'>https://www.youtube.com/watch?v=ljMQQznS5Sk'))
ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვება ნახევარფინალში რუს-აფხაზ რუსტამ ამპართან
0?'>https://www.youtube.com/watch?v=cHUSh2TiFeY':'>https://www.youtube.com/watch?v=cHUSh2TiFeY'))
0?'>https://www.youtube.com/watch?v=Wz9usPIqcLA':'>https://www.youtube.com/watch?v=Wz9usPIqcLA'))
ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში მონაკოელ გენადი ტულბეასთან
0?'>https://www.youtube.com/watch?v=cQhqIrrUqlo':'>https://www.youtube.com/watch?v=cQhqIrrUqlo'))
0?'>https://www.youtube.com/watch?v=wKyKIsFfIDE':'>https://www.youtube.com/watch?v=wKyKIsFfIDE'))
parabelumi გეთანხმები.ზედმეტად ფრთხილად და უინიციატივოდ ჭიდაობს.მრავალფეროვნებით არც არასდროს გამოირჩეოდა,მხოლოდ როცა წაგების ზღურბლზეა მხოლოდ მაშინ გადადის რეალურ ჭიდაობაზე,არადა ძალიან კარგი მონაცემები და დიდი პოტენციალი აქვს,მაგრამ სრულად ვერ იყენებს...
რატო წააგებინეს გენოს საქართველოს ფინალი რა უნდოდათ!! წაიყვანეთ მსოფლიოზე ხო ხედავთ შედეგი აქვს რას ჩაგრავთ ეგეთი ტალატის დაჩაგვრა იქნეება?
ფინალის ლინკი დადე თუ გაქვს მოძმანასი და გენოსი
პეტრიასჰვილის დიდი იმედები მაკვს,ცოტა მომზლავრდეს და მეტი არაპერი აგარ უნდა.ცჰიდაობა იცის ცოტა დაგვინდება ეგარის
ისე ჩვენში დარჩეს ძმებო და არ მომწონს მოძმანას ჭიდაობა,ქულიების მოპოვებაზე კი არ ჭიდაობს თვითონ რომ არ დაკარგოს Qულა უფრო მაგაზე,როცა ვერც ქულას ართმევ მოწინააGმდეგეს და არც აძლევ საბოლოოდ რუსი დაქჩაგრავს აბა რას გიზავს.პეტრიაშვილი ქულებზე მაინც არის დაგეშილი ამ სხვატკას პეტრიასვილი არ წააგებდა,ან საკანდელიძეც ცადონ ერთხელ ჟილკა მაინც აქ და არაფრით ჩამოუვარდება გენოს და მოძმანას,ყველაფერს მარტო მსაჯობასაც ნუ დავაბრალებთ,ყველამ ხომ ვიცით თავითანვე რომ ეGეთი მსაჯობა იქნება.
ტიკო კიდე კაი შენ მაინც გვაყენებ ხასიათზე,კაი გოგო ხარ.
?
2-2 ზე რუსებს უნდოდათ გაპროტესტება მიხვდნენ რო წააგეს და მსაჯმა უთხრა რას აპროტესტებ გიჟი ხარო,ჩვენ შენსკენ და შენ ეშმაკებისკენო.სასაცილოა პირდაპირ სატირალი რომ არ იყოს
ხვალე ვინ გამოდის დაწერეთ რა
ამ გოგოებმა რა ტვინი ცაიგეს რა
სულ რუსთან როგორ უნდა გქონდეს პრობლემა
ბრინჯაოზე ვის ხვდებ ნეტა?
მქრთამულიყავთ რა მართლა რუსებს ფილა
ბოლო ილეთი დათომ არ გააკეა?
სწორნი იყვნენ ვინც ამბობდა რომ ჭიდაობა უნდა ამოეღოთ ოლიმპიადიდან.
ეს ნაგვები
ეს რა მსაჯობააა ეს ნაგაი რუსები ეს თუ მოგებაა კიდე მაგათთვის
ეს ღორი მსაჯი
რა ნაგავი მსაჯობაა ამათი დედაც :@
მართლა უნდა ამოეღოთ რა ჭიდაობა ოლიმპიადიდან.
ოხ დავით ასე რ გამოვა
მოჭიდავეების ფორუმზე აზერი და ქართველი მიმტკიცებენ მოძმანას მსაჯები არ წვავდენო...გადაირევი კაცი...
გუიევი ფინალს იჭიდავებს იმედია და მაქარიძე რეპესაჟს
ხუციშვილს აქვს ნაჭიდავები გუდუევთან??
stripslashes((strlen('http://www.fila-official.com/index.php?option=com_content&view=article&id=1199&Itemid=100260&lang=en')>0?'http://www.fila-official.com/index.php?option=com_content&view=article&id=1199&Itemid=100260&lang=en':'http://www.fila-official.com/index.php?option=com_content&view=article&id=1199&Itemid=100260&lang=en'))
თან მართლა იმედი მაქვს რომ ძალები დაზოგა (და არ დაიღალა).
მოკლედ ცოცხები უნდა გაუკეთო რა მსაჯებს, იმედია მწვრთნელები მოამზადებენ ფსიქოლოგიურად დავითს, მსაჯები თავს გაიგიჟებენ იმ ღორის დასახმარებლად.
რამდენ ხანში გამოვლენ?
მოიგო მარა ძაან დაGლილია რუსთან შედარებით
თურქი ისე გავიდა ფინალში არ უჭიდავია ტიპს.
მოძმანა თურქს შეერკინება ფინალში თუ არადა ვნახოთ
ხუგაევს მოუგებს თავის მსაჯებიანად, ეყოთ რუსებს რაც იბლატავეს ამ წონაში, ახლა ჩვენების დროა..
ესეთი ჭიდაობით რუს და მითუმეტეს თურქთან მაგრად გაუჭირდება
არა დათომ ძალები დზოგა, ეხლა კი მართლა იჭიდავებს
24 წუთში იქნება დაახლოებით. მე მომეჩვენა რომ მოძმანა აშკარად ძალების დაზოგვის ხარჯზე ჭიდაობდა. იმედია კუგაევთან სრულად დაიხარჯება და მოიგებს თორე ამდენს წაგებას რუსებთან მე ვერ გადავიტან
აი მსაჯიანად მოგება ნახევარფინალში მოუწევს
ნესკენს ჩვენები ზაან ფრხთილი ტაქტიკით ხომ არ ჭიდაობენ არ დავისაჯოთ,მოძმანას დავიჯერო მეტი არ შეუძლია?
ფრთხილობდა აშკარად გარისკვას ერიდებოდა სანამ წაგების სუნი არ ეცა,,,,
ესეთ ტურნირები უნდა შუქდებოდეს და არა სერიალებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ეხლა ნახავთ რუსს როგორ დაეხმარება მსაჯთა ბრიგადა არა ისეც კი ეხმარებიან მარა მაინც
au federacia ari saginebeli ra. amxela sportsmenebi gvyavs, magram mainc yvelgan gvchagraven. sagol daviტ
კარგია,
მოკლედ რუსები არ გვცდება არსად რა
კი მანერვიულა მარა კაია...მსაჯს კიდე ვთხარე