ჭიდაობა

14:51 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) ნახევარფინალშია, სადაც რუსეთის ნაკრების ტიტულოვან წევრთან, ოპან სატთან მოუწევს დაჭიდება.

მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა სამპერიოდიან დაძაბულ შეხვედრაში აზერბაიჯანელი გაჯი ალიევი დაამარცხა. პირველი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ ბოლო წამებზე აღებული ქულით მოიგო, მეორეში, მსაჯების საეჭვო გადაწყვიტილების შემდეგ, უპირატესობა მეტოქეს დაუთმო და საბოლოოდ 2:6 დამარცხდა. გადამწყვეტ ორწუთეულში კი მოწინააღმდეგეს 3:1 აჯობა.

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

0.140677