საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ. მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი კი, რეპეშაჟის ფინალშია.
ხინჩეგაშვილს ევროპის ჩემპიონობას რუსი არსენ კურამაგომედოვის ძლევა აშორებს. მარსაგიშვილი სომეხ ვაჰე ტამრაზიანს დაუპირისპირდება, ხოლო პეტრიაშვილი – გერმანელ ტონი ბერნჰარდს.
დღესვე ხალიჩაზე დავით ტლაშაძეც გავიდა, მაგრამ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მერვედფინალში დაჰკარგა, დამამშვიდებელ ეტაპზე კი, მხოლოდ ნახევარფინალამდე მივიდა.
ოთარ მაღლაკელიძე