ფეხბურთი

16:16 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიმენესი სადებიუტო გოლით ბედნიერია

მადრიდის “ატლეტიკოს” მექსიკელი ფორვარდი, რაულ ხიმენესი სადებიუტო გოლის გატანით ბედნიერია. მექსიკელი “სევილიასთან” მოგებულ შეხვედრაში (4:0), მეოთხე გოლის ავტორი გახდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილად მსურდა და მჭირდებოდა სადებიუტო გოლი. მე პროფესიონალი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ “ატლეტიკოს” წარმატებისთვის.
გუნდისგან ნდობას ვგრძობ, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით ჩემი სათამაშო დონის ამაღლება შემიძლია. რამდენიმე თვის წინ, ასეთი დონის შეხვედრებს ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი, უშუალოდ ვიღებ მონაწილეობას.
მესმის, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და იოლი არაფერია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ადგილის დამკვიდრებისთვის. “ატლეტიკოში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”. – განაცხადა მექსიკელმა შემტევმა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.115582