ფეხბურთი

12:16 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიდეშელის ორმაგი გამოწვევა

თბილისის “დინამოს” ახალწვეული, ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი კლუბის ხელმძღვანელობას მასზე არჩევანის შეჩერების გამო ემადლიერება.

“პირველ ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა “დინამოს” ხელმძღვანელობას, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. მეც ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ იმედები გავამართლო და ღირსეულად გამოვიდე “დინამოს” მაისურით. რაც შეეხება გეგმებს, საქართველოს ჩემპიონობა ეს მინიმუმია რაც შეიძლება “დინამომ” დაისახოს და მერე, რა თქმა უნდა, ღირსეული გამოსვლა ევროასპარეზზე. ძალიან მოტივირებული ვარ ამ ყველაფრისთვის და ჩემს კარიერაში “დინამო” ახალი გამოწვევაა.  მინდა, რომ “დინამოს” გულშემატკივრის წინაშე ღირსეულად წარვსდგე. როდესაც ახალ გუნდში მიდიხარ, მაინც არის რაღაც სირთულე და უხერხულობა. პირველ დღეებში იმდენად არ გამჭირვებია. ბევრ ფეხბურთელთან ერთად “ზესტაფონში” გამოვდიოდი. მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ და მომავალს ძალიან დიდი იმედით ვუყურებ. დიდი ხანია ტრავმის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია. ვფიქრობ, ამ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და “დინამოში” თამაში ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება” – იუწყება 25 წლის ფეხბურთელის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი.  

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ეტაპი ხიდეშელმა ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა.

fcdinamo.ge

ფოტო fcdinamo.ge

0.128546