ფეხბურთი

20:40 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხესეს მკურნალობა გაურთულდა

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელს, ხესე როდრიგესს, იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე ეს თავიდან იყო დაანონსებული.

ხესემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “შალკესთან” გამართულ მატჩში მიიღო. მან მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებდა.

ხესეს ოპერაციამ წარმატებით კი ჩაიარა, მაგრამ თუ Marca-ს დავუჯერებთ, დღეს, ფეხბურთელის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის მიზეზი ისაა, რომ მას ჭრილობაში ინფექცია შეეჭრა. ამის გამო, მისი მოედანზე დაბრუნების ვადა კიდევ უფრო გადაიწევს.

0.111056