მადრიდის “რეალის” ფორვარდი ხესე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გელზენკირხენის “შალკესთან” მატჩში მუხლი დაიზიანა, მიმდინარე სეზონში მოედანზე აღარ გავა. ესპანური კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა.
ხესე “შალკესთან” მატჩის მე-8 წუთზე მეტოქის ფეხბურთელთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ხსენებული შეხვედრა “რეალმა” შინ 3:1 მოიგო.