ფეხბურთი

18:31 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხესე მიღწეულით არ კმაყოფილდება

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელი ხესე როდრიგესი აცხადებს, რომ საუკეთესო ფორმაში იმყოფება, მაგრამ ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს.

ბოლო დროს, 20 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. “რეალის” მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში მან 5 გოლი გაიტანა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღებაც მიიპყრო.

“ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობა ჩემზე დამატებით ზეწოლას არ ახდენს. ეროვნულ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ვფიქრობ, ნაკრებში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება. შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ვერ ახერხებს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. საჭიროა, “რეალში” რეგულარულად ვითამაშო და გუნდს სარგებელი მოვუტანო. ასეთ შემთხვევაში, ნაკრების მწვრთნელი ყურადღებას აუცილებლად მომაქცევს.

შესაძლოა, ამჟამად საუკეთესო ფორმაში ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ. ახალგაზრდა ვარ და ეს ნიშნავს, რომ განვითარება კიდევ შემიძლია.” – განაცხადა ხესემ AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

0.123072