თამაშგარე

10:16 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდ პიკე და შაკირას სკანდალური კლიპი

კატალონიის “ბარსელონას“ მცველი, ხერარდ პიკეს ცოლი, ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, თავის მუსიკალურ კარიერას ბავშვის გაჩენის შემდეგაც აქტიურად აგრძელებს და მისი თამამი იმიჯი უკანასკნელ პერიოდში ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.

შაკირასა და მომღერალ რიანას ერთობლივმა კლიპმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, რადგან კლიპში მუსიკალურ მხარეზე მეტად ეროტიკაა წინა პლანზე წამოწეული და ამ ორი კოხტა ქალის ხვევნა-ხახუნმა არაერთი ეჭვი და კითხვა გააჩინა შაკირას შესაძლო ლესბოსელობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა შაკირას ლესბოსელობაზე კითხვა ხერარდ პიკესაც დაუსვეს, რომელსაც ეს ამბავი სიცილადაც არ ეყო და განაცხადა, რომ სასცენო იმიჯი და რეალური ცხოვრება სხვადასხვა რამაა და მისი ცოლი სრულფასოვანი ქალია. თქვენც ნახეთ ეს კლიპი და შეაფასეთ რამდენად მართებულია ჭორები...

 

http://www.youtube.com/watch?v=o3mP3mJDL2k

0.147221