სხვა

17:05 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთელთა ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციოს იწყებს


 უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მეორე საწვრთნელი მატჩი გუშინ არ გამართულა კონჩა-ზასპეს ბაზაზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო. ხელბურთელთა ნაკრები დღეს დლით გაფრინდა ლიტვაში, სადაც ხვალ, 30 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს პანევეჟისში, ლიტვის ნაკრებთან.

საქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობითაა - სულ ბოლოს გუნდს შეუერთდა მაკედონიის „სტრუმიცას“ მოთამაშე რევაზ ჭანტურია, რომელმაც ნაკრებთან ერთად უკვე ივარჯიშა.

შეხვედრა პანევეჟისში 20:45 დაიწყება, რეპორტაჟს ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

თამაშის შემდეგ ხელბურთელთა ნაკრები გამოემგზავრება საქართველოში, სადაც 3 ნოემბერს მეორე მატჩია ფინეთთან. შეხვედრა სპორტის სასახლეში, 18 საათზე დაიწყება, შესვლა თავისუფალია.

შესარჩევი ჯგუფის (საქართველო, ლიტვა, ფინეთი თურქეთი) შეჯიბრება იანვარში დასრულდება, გამარჯებული გავა პლეი ოფში და 2014 წლის ივნისში უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. მეტოქე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა (2014 წლის იანვარი, დანია).

საქართველოს ნაკრები

შოთა თევზაძე (სტიინტა ბაკაუ, გუნდის კაპიტანი, მეკარე, 1981)

გიგა ტორონჯაძე (სტუ ,მეკარე, 1989)

გიორგი გვაზავა (სტუ ,ხაზის მოთამაშე, შუამარბი, 1978)

ლევან ბერძენიშვილი (სტუ, ხაზის მოთამაშე, შუამარბი, 1986)

რატი მსხვილიძე (სტუ, შუამარბი, ხაზის მოთამაშე, 1988)

აკაკი ტალახაძე (უგუნდო, გამთამაშებელი, 1983)

უჩა გამზარდია (ბათუმი, გამთამაშებელი, 1990)

სერგო დათუკაშვილი (ლიბანის ას სადი, შუამარბი, გამთამაშებელი, 1978)

ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, შუამარბი, 1989)

ვლადიმერ რუსია (სტიინტა, ბაკაუ, შუამარბი, 1984)

რეზო ჭანტურია (სტრუმიცა, გარემარბი, 1982)

ოთარ ამირანაშვილი (სტუ, გარემარბი, 1987)

ილია გოგალაძე (სტუ, გარემარბი, 1986)

ზურაბ აბრამიშვილი (სტუ, გარემარბი, 1994)

მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რასიჩი (სერბეთი)

მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი: ირაკლი ლინიკი

ოფიციალური პირები: ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია 

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია 

0.108938