მადრიდის “რეალის” ტრავმირებული ნახევარმცველი სამი ხედირა აღდგენით პროცესს განაგრძობს. “სამეფო კლუბის” თავკაცის – კარლო ანჩელოტის თქმით, შესაძლოა, გერმანელმა საკლუბო სეზონის დასრულებამდე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოასწროს.
AS-ის ცნობით, ხედირას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, ნახევარმცველი გუნდთან ერთად მსუბუქ ვარჯიშს 3 კვირაში დაიწყებს და შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშიც შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ხედირამ მუხლის მძიმე ტრავმა ნოემბერში მიიღო და საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა იმისა, რომ არა თუ მიმდინარე სეზონში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვეღარ ითამაშებდა.