ფეხბურთი

22:01 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა წასვლას არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა არ გამორიცხავს, რომ მან, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანეთის დედაქალაქი დატოვოს.

ხედირასა და “რეალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის და ცნობილია, რომ ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ “რეალი” მის მიმდინარე ზაფხულში გაყიდვას შეეცდება.

“ტრანსფერი? ყველაფერი შესაძლებელია. 31 აგვისტომდე დრო კიდევაა.” – ციტირებს ხედირას სიტყვებს Bild-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხედირას შეძენის სურვილს “არსენალი”, “ბაიერნი” და “ფიორენტინა” გამოთქვამენ.

0.061429