ფეხბურთი

16:30 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა "რეალში" დარჩება

 

მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა, კლუბის გამოცვლას აღარ აპირებს.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, ხედირასადმი დაინტერესებულ კლუბებს: "მანჩესტერ იუნაიტედს", ლონდონის "არსენალს" და "ჩელსის" არ სურთ ფეხბურთელს წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო დაუნიშნონ. ხედირა სწორედ აღნიშნულ თანხას ითხოვდა.

გერმანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს. მადრიდის "რეალში" მისი წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევროა. 27 წლის ფეხბურთელს სამეფო კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და 2015 წლის ზაფხულში, შესაძლოა, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

გიორგი ბალახაძე

0.124762