ფეხბურთი

18:13 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა: “რეალმა” “მანჩესტერში” არ გამიშვა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა ადასტურებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” მისი შეძენა სურდა, მაგრამ “სამეფო კლუბმა” ტრანსფერი იუარა.

“რეალმა” ჩემს გაშვებაზე უარი ნამდვილად თქვა. მადრიდელებმა “მანჩესტერის” შემოთავაზება უარყვეს. ინგლისში გადაბარგების საკითხის განხილვის საშუალება არც კი მომეცა.

რამდენიმე კვირის წინათ, კარლო ანჩელოტისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემზე იმედებს ამყარებს და “რეალში” ვრჩები.” – ციტირებს ხედირას სიტყვებს EშPN.

გერმანელმა შუახაზელმა კომენტარი მესუთ იოზილის “არსენალში” გადასვლაზეც გააკეთა: “რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ. მესუთი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. გარდა ამისა, მისი წასვლა “რეალისთვის” დიდი დარტყმა იქნება.”

არაოფიციალური ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “მანჩესტერი” მზად იყო ხედირაში 40 მილიონი ევრო გადაეხადა.

0.116515