დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალის" შუახაზელი სამი ხედირა კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს. “წითელ ეშმაკებს” გერმანელის გადაბირება სურთ, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებს კი, ნახევარმცელის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ.
“მანჩესტერს” ხედირას შესაძენად სატრანსფერო წინადადება უკვე გამზადებული აქვს. მზადაა კონტრაქტიც, რომელსაც ინგლისელები შუახაზელს შესთავაზებენ.
აღსანიშნავია, რომ ხედირას გადაბირებით, ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიოცაა დაინტერესებული. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი გერმანელს “რეალში” წვრთნიდა.