გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა, შესაძლოა, ლონდონის "არსენალის" რიგებში ვიხილოთ. მართალია ესპანური პრესა იუწყება, რომ გერმანელი სამეფო კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ თუ La Sexta-ს დავუჯერებთ, საქმე სხვანაირადაა.
სამი ხედირას წლიურ ანაზღაურებად 9 მილიონი ევრო სურს და "მეთოფეები" თანახმანი არიან. გერმანელ ნახევარმცველს მადრიდელებთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწია, "რეალს" მისი გაყიდვა მოუწევს.
მართალია ხედირა გასული სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ მუნდიალზე სტაბილურად ითამაშა. ბრაზილიის წინააღმედ მატჩში, გერმანელმა თავი ერთხელ გამოიჩინა და ორ ეპიზოდში თანაგუნდელებსაც გაატანინა.
გიორგი ბალახაძე