ჭიდაობა

17:49 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხეცურიანი და პატარიძე ჩემპიონის ტიტულს შეუტევენ

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებს ჯონი ხეცურიანს (50 კგ) და ზვიად პატარიძეს (100 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ნიკოლოზ ჭიკაიძე (63 კგ) კი გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.

ჭაბუკთა მსოფლიოპირველობა სლოვაკეთის ქალაქ სნინაში დღეს დაიწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება. ექვსდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ხუთ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი გავიდა და მათგან სამმა საღამოს პროგრამაში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ჩემპიონატის წინასწარი ეტაპი მხოლოდ დავით მარკოიძემ (54 კგ) და გიორგი კურტანიძემ (58 კგ) ვერ გადალახეს.

ჯონი ხეცურიანი ფინალში ირანელ აღანიაჩარ მოჰამადრეზას შეხვდება, ზვიად პატარიძე აზერბაიჯანელ სავიდ ფეიზიევს დაუპირისპირდება. მარკოიძის მეტოქე კი რეპეშაჟის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ლომ-ალი ადიევი იქნება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 19:30 საათიდან დაიწყება.

0.118251