კატალონიის ”ბარსელონაში” მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო, ცოლის დაჟინებული თხოვნისა და წუწუნის შემდეგ, ვეგეტარიანელთა კლუბის საპატიო წევრი გახდა. ხავიერის ცოლი ფერნანდა ჰაასი სულ რამდენიმე წელია, რაც ვეგეტარიანელობს და მიაჩნია, რომ ქალი ან კაცი ხორცს რომ შეჭამს, ის სხვა რამესაც იკადრებს...
ახლა განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ”ვეგეტარიენლთა კლუბის საპატიო წევრობა”. კლუბის საპატიო წევრი არ ნიშნავს იმას, რომ ის მაინცდამაინც ვეგეტარიანელი უნდა იყოს. თუმცა, პირობას კი დებს, რომ თავის კვებით რაციონში ხორცის მოცულობას თანდათანობით შეამცირებს და ერთ მშვენიერ, მაგრამ მოწყენილ დილას, საერთოდ დაანებებს ჩიჩიის ძიძგვნას თავს.
ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ხავიერ მასკერანო ხორცის ჭამისათვის საბოლოოდ თავის დანებებას (მით უმეტეს, რომ ხორცი სპორტსმენისათვის აუცილებლად საჭირო ნივთიერებებს შეიცავს), მაგრამ ახირებული ფერნანდა ჰაასი ქმრის ცალყბა პირობითაც კმაყოფილია.