ფეხბურთი

19:43 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ ერნანდესი “ინტერს” უახლოვდება

 

დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს. “დეილი ექსპრესის” ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

მექსიკელი მეგოლე “ოლდ ტრაფორდზე” სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის და კლუბის შეცვლა სურს. “მანჩესტერი” სამხრეთამერიკელში 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.

რამდენადაც ცნობილია, ხავიერ ერნანდესის ყიდვა “საუტჰემპტონსაც” სურს.

0.127829