კალათბურთი

15:08 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ხარებმა” კანადაში იმარჯვეს

გარკვეული პაუზის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია “ჩიკაგო ბულსის” განაცხადში გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება ამჯერადაც არ მისცემია.

ჩიკაგოელები კანადას სტუმრობდნენ და ადგილობრივი “ტორონტო რეპტორსი” მძიმე ბრძოლაში 94:92 დაამარცხეს. ცნობისთვის, ეს “ხარებისთვის” მიჯრით მე-4 გამარჯვება გახლდათ.

“ბულსის” რიგებში მინიმუმ 10 ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანები კი კარლოს ბუზერი (20), კირკ ჰაინრიხი (19) და დი ჯეი აუგუსტინი (19) იყვნენ.

ტორონტოელებს ვერც დემარ დეროზანის ჩინებულმა თამაშმა უშველა, რომელმაც 42:22 წუთში 32 ქულა მიითვალა.

ჩიკაგოელებმა 25 მარცხის წილ 28-ე გამარჯვება იზეიმეს და ცენტრალურ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

შენგელიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 22 თებერვლის დილას დენვერში “ნაგითსთან” გამართავს, ხვალ კი იმავე გუნდს სტუმრად ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” დაუპირისპირდება. 

 

ტორონტო – ჩიკაგო 92:94 (21:31, 20:17, 21:22, 30:24)

ტორონტო: დეროზანი (32 ქ.), ლოური (16 ქ. 7 პ.), როსი (9 ქ.), პატერსონი (5 ქ.), ვალანჩიუნასი (2 ქ.); ჯონსონი (9 ქ.), ჰენსბრო (8 ქ. 7 მ.), ვასკესი (7 ქ.), სელმონსი (4 ქ.), სტოუნი, ნოვაკი.

ჩიკაგო: ბუზერი (20 ქ. 8 მ.), ჰაინრიხი (19 ქ.), ბატლერი (16 ქ. 6 პ.), ნოა (8 ქ. 13 პ.), დანლივი (2 ქ. 11 მ.); ოგასტინი (19 ქ.), გიბსონი (10 ქ.), სნელი, მოჰამედი.

0.114914