თამაშგარე

14:31 | 21.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხარბი და უზრდელი ტაიგერი

ცნობილი ამერიკელი მეგოლფის, ტაიგერ ვუდსის ყოფილმა მწვრთნელმა ჰენკ ჰენიმ წიგნი გამოსცა, რომელშიც პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი სიხარბეში, უზრდელობასა და სხვა მრავალ ცოდვაში ამხილა.
მთელი თხრობის განმავლობაში ჰენი ვუდსს - ეგოცენტრულ და ეგოისტურ ადამიანად მოიხსენიებს. მწვრთნელის განცხადებით, მეგოლფე გარშემომყოფებს გამუდმებით ამცირებდა. მაგალითად, რესტორანში თანხას მის მაგიერ სხვებს ახდევინებდა, გამაძღარი კი, მათ სუფრიდან აგდებდა. გარდა ამისა, მაცივრის სიახლოვეს მყოფი ვუდსისთვის თურმე მწვრთნელს ნაყინის თხოვნისაც ეშინოდა. ჰენკის აზრით, ამ ყველაფრის მიზეზი ბანალური ვარსკვლავური დაავადებაა.
247-გვერდიანი წიგნის ბოლოს ავტორი მეგოლფეს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთად გატარებული წლებისთვის მადლობასაც უხდის. 36 წლის ტაიგერის ყოფილი მწვრთნელის აღიარება დახლებზე 27 მარტს გამოჩნდება.

 

რუსუდან ჭუმბურიძე
 

0.172625