ფეხბურთი

17:38 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი “მონაკოში” რჩება

“მონაკოს” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ არაერთი ევროპული გრანდის ინტერესის მიუხედავად, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ აპირებს.

“წასვლას არსად ვაპირებ. “მონაკოს” ფეხბურთელად ვრჩები”, - განუცხადა სამხრეთამერიკელმა ფრანგულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხამეს როდრიგესმა 6 გოლი მიითვალა, მისი კოლუმბიის ნაკრები კი, 1/4-ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

 

0.126785