თამაშგარე

17:42 | 23.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხაბი ალონსოს ცოლმა ენა ამოადგმევინა

იყო დრო, როდესაც ესპანელ ფეხბურთელს, ხაბი ალონსოს ქალებზე ერთ სიტყვასაც კი ვერ დააცდევინებდა კაცი. ხაბის ამ უცნაური თვისების გამო ევროპაში ბევრს ხუმრობდნენ და ცოდვა გამხელილი სჯობს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ალონსოს ჰომოსექსუალობასაც კი ვარაუდობდნენ. თუმცა, სულ მალე ყველაფერი ძირეულად შეიცვალა.
ხაბი ალონსოს ცვლილებების მიზეზი მისი მეუღლე, ნაგორე არანბურუ გახლავთ, რომელმაც იმდენი ჰქმნა, რომ ქალებზე საუბარს მუდმივად დარიდებული ხაბი, დიდ მჭერმეტყველად აქცია. დღეს, უკვე სახეცვლილი ესპანელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ადრე ქალებზე საუბარს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ერიდებოდა. სანამ ნაგორეს შეხვდებოდა, ქალებზე ზოგადად ბევრი არაფერი იცოდა. ახლა კი, როდესაც ასეთ კარგ ადამიანს შეხვდა, წარმოდგენები ბევრ რამეზე შეეცვალა.
ნაგორე არანბურუ ერთ დროს მოდელიც კი იყო, თუმცა ამჟამად ოდენ დიასახლისის ფუნქციებით კმაყოფილდება. ამ ქალიც თვისებებიდან განსაკუთრებით კომუნიკაბელურობასა და პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნის სიყვარულს გამოარჩევენ. სანამ ალონსოს შეხვდებოდა, ერთი პერიოდი უცნობ ესპანელ მუსიკოსზეც იყო გათხოვილი, თუმცა პირველი ქორწინება მისთვის უიღბლო და არაფრისმომცემი გამოდგა.
 

0.135884