66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე კონსტანტინე ხაბალაშვილმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ალბანელ ვილსონ ნდრეგონს მოუგო და მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრს, ილიას ბეკბულატოვს დაეჭიდება.
ხაბალაშვილმა, რომელიც უფროსებში ამ რანგის ტურნირზე პირველად გამოდის, მეტოქეს ორ პერიოდში 6 ქულა აუღო - ისე, რომ თავად ერთი ქულაც არ დაუკარგავს.
ბეკბულატოვმა კი ევროპირველობა უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა.