1-6 აპრილს ფინეთის ქალაქი
ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა და ქალთა შორის 38 ქვეყნის 444 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ჩემპიონ-პრიზიორები კი ახალი წესების მიხედვით, 8-8 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
1-4 აპრილს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ ხალიჩაზე, 5-6 აპრილს კი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.
ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან მედლებისათვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ.) და დავით ქერაშვილი (97 კგ.) იჭიდავებენ.
საწყის რაუნდში ხაბალაშვილი ძალებს იტალიელ კოსტასთან მოსინჯავს, გამარჯვების შემთხვევაში კი, მერვედფინალში, რუს კურბანალიევს და პოლონელ შეიას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
რაც შეეხება ქერაშვილს, მისი პირველი მეტოქე გერმანელი ჰარტი იქნება. თუკი დავითმა მას აჯობა, მერვედფინალში რუსი გადისოვის და ფინელი ჰეინოს დაპირისპირებაში უძლიერესს დაეჭიდება.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
ლაშა გოგიტაძე (59 კგ.)
რევაზ ლაშხი (66 კგ.)
მანუჩარ ცხადაია (71 კგ.)
ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ.)
გიორგი ცირეკიძე (80 კგ.)
რობერტ კობლიაშვილი (85 კგ.)
ვასილ იმერლიშვილი (98 კგ.)
იაკობ ქაჯაია (130 კგ.)
მთავარი მწვთნელი: ბეგი დარჩია
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ.)
ბექა ლომთაძე (61 კგ.)
კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ.)
დიმიტრი ბასილაშვილი (70 კგ.)
იაკობ მაქარაშვილი (74 კგ.)
დავით მარსაგიშვილი (86 კგ.)
დავით ქერაშვილი (97 კგ.)
დავით მოძმანაშვილი (125 კგ.)
მთავარი მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი
ევროპის ჩემპიონატის პროგრამა (თბილისის დრო)
1 აპრილი
11.00-15.00 თავისუფალი ჭიდაობა. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 65-97 კგ
19.30-20.00 გახსნის ცერემონია
19.00-21.00 თავისუფალი ჭიდაობა. 65-97 კგ ფინალები და დაჯილდოვების ცერემონია
2 აპრილი
11.00-15.00 თავისუფალი ჭიდაობა. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 57-61 კგ
19.00-21.00 თავისუფალი ჭიდაობა. 57-61 კგ ფინალები და დაჯილდოვების ცერემონია
3 აპრილი
11.00-15.00 თავისუფალი ჭიდაობა. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 74-125 კგ
19.00-21.00 თავისუფალი ჭიდაობა. 74-125 კგ ფინალები და დაჯილდოვების ცერემონია
4 აპრილი
10.00-14.00 თავისუფალი ჭიდაობა. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 70-86 კგ
18.00-20.00 თავისუფალი ჭიდაობა. 70-86 კგ ფინალები და დაჯილდოვების ცერემონია
5 აპრილი
11.00-15.00 ბერძნულ-რომაული. ჭიდაობა წინასწარი ეტაპის შეხვედრები 59-66-98-130 კგ
19.00-21.00 ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 59-66-98-130 კგ ფინალები და დაჯილდოვების ცერემონია
6 აპრილი
11.00-15.00 ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 71-75-80-85 კგ
19.00-21.00 ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 71-75-80-85 კგ ფინალები და დაჯილდოვების ცერემონია