ჩოგბურთი

23:40 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებში გამარჯვებით დაიწყეს

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების პირველ რაუნდში მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას დუეტი თურქი მელის ბაირაკტაროღლუს და რუსი ევგენია სვინცოვას ტანდემს გაეჯიბრა და 6:0, 7:5 იმარჯვა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელები იაპონელებს – იოშიმი კავასაკის და იუმი ნაკანოს ეთამაშებიან, რომელთაც საწყის შეხვედრაში იაპონელვე ნოზომი ფუჯიოკას და შვედ პაულინა ვულკანს 6:1, 6:2 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ ქვაცაბაიაა შემორჩენილი. მერვედფინალში მისი მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი სლოვაკი ჩანტალ სკამლოვა იქნება.

0.120415