1996-1997 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა მალტაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამ ნაკრებს აჯობა და მე-13 ადგილი დაიკავა.
სერბი სპეციალისტის იოვან პოპოვიჩის შეგირდებმა ფინალში თამაშის უფლება მიმდინარე წლის მაისში თბილისში გამართულ შესარჩევ ტურნირზე მოიპოვეს, როდესაც
მალტაში ქართველ წყალბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირება იტალიის, უნგრეთის და გერმანიის ძლიერ ნაკრებებთან მოუწიათ და მართალია, სამივე მატჩში მარცხი განიცადეს, ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში გერმანიასთან 9:11 წააგო, შემდეგ უნგრეთთან 5:9 დამარცხდა, ხოლო ჯგუფის გამარჯვებულ იტალიასთან მატჩი 10:19 დასრულდა. ცნობისთვის, იტალიამ და უნგრეთმა საბოლოოდ, ჩემპიონატში მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს.
მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებისთვის მატჩებში ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა ჯერ მასპინძელი
საქართველოს ნაკრებში 11 გოლით ყველაზე შედეგიანი ზურაბ ჩიკვაიძე გახლდათ, ხოლო რევაზ იმნაიშვილმა და ხვიჩა ჯახაიამ 8-8 ბურთი შეაგდეს.