მსოფლიოს XXVII უნივერსიადიდან მორიგი ცნობა ისევ ქართველთა მარცხს ეხება. ამჯერად, საუბარია საქართველოს სტუდენტ წყალბურთელთა ნაკრებზე, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ჩაატარა და მასპინძელ რუსეთთან 3:21 (1:6, 0:4, 2:5, 0:6) წააგო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთამდე ქართველებმა 4 მატჩი ჩაატარეს და ყველა მათგანი დათმეს: უნგრეთთან – 3:20, ავსტრალიასთან 3:15, კანადასთან – 9:10 და იაპონიასთან 6:35.
უნივერსიადის მეოთხედფინალში ჯგუფის ოთხმა მოწინავემ გააღწია, ქართველი წყალბურთელები კი სანუგეშო ტურნირში გადაერთვებიან, სადაც 13 და 15 ივლისს მეტოქეებად, შესაბამისად, ბელგია და ჩერნოგორია ეყოლებათ.