ჩოგბურთი

23:12 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

წვიმამ შაფათავას განრიგიც არია

საფრანგეთის ღია პირველობა წვიმის გარეშე წარმოუდგენელია. ახლაც, უამინდობამ თავი “როლან გაროსის” საწყის დღეებში იჩინა და ქართველი სოფო შაფათავას განრიგიც არია.

სოფოს საკვალიფიკაციო ბადის პირველი შეხვედრა დღეს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, მას და ალა კუდრიავცევას კორტზე გასვლა არ ეწერათ.

თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, შაფათავა მე-10 ნომრად განთესილ ჩოგბურთელს 22 მაისს, მე-14 კორტზე გაეჯიბრება.

სოფო და ალა მე-4 წყებაში, საქმეში მას შემდეგ ჩაებმებიან, რაც გადატანილ მატჩს შვეიცარიელი ტიმეა ბაჩინსკი და ჰოლანდიელი რიჩელ ჰოგენკამპი დაასრულებენ.

0.120792