თამაშგარე

10:21 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

წლის გამორჩეული მამაკაცი სპორტსმენები

ბრიტანეთში გამომავალი არაერთი ბულვარული ჟურნალისგან, ძალიან რთულია რომელიმე გამოცემა გამოარჩიო, რადგან ყველა ასეთი ტიპის გამოცემა ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და თუკი რაიმე ”ყვითელი“ თემაა, პირველებმა მათ გააგებინონ საზოგადოებას ამის შესახებ.

თუმცა, ბრიტანულ გამოცემათა ზღვაში, ჟურნალი “გლამური“ მაინც გამორჩეულია, რომელიც ყოველი წლის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და ქალებისათვის სასურველი მამაკაცების რეიტინგებს აქვეყნებს. წელს ამ რეიტინგში ცნობილ მომღერალ და მსახიობ მაკაცთა შემდეგ, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი საპატიო მეშვიდე ადგილს იკავებს.

ბექჰემის გარდა, “გლამურის“ რეიტინგში ასევე მოხვდნენ მოცურავე რაიან ლოჰტე, ჩოგნის მქნევნი: ენდი მირეი და რაფაელ ნადალი და სხვა.. თუმცა მაინც გაკვირვებას იწვევს ვეტერანი დევიდ ბექჰემის ასეთი დიდი პოპულარობა, რომლიც მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სასურველ მამაკაცად რჩება.

0.122451