თამაშგარე

19:45 | 27.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

წიგნის წერა რობერტო ბაჯომაც დაიწყო

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო თამამად აჰყვა თანამედროვე მსოფლიო სპორტში არსებულ “ფეხის ხმას“ და სხვა ვეტერანი სპორტსმენების დარად, მანაც გადაწყვიტა ავტობიოგრაფიული სქელტანიანი წიგნის დაწერა. ხუთი წლის წინ, იტალიელი ჟურნალისტის, ტონინო ლამბერტის დახმარებით, რობერტო ბაჯომ საკუთარი ცხოვრების შესახებ მცირეტირიაჟიან ბროშურაში კი ისაუბრა, მაგრამ სპეციალური ავტობიოგრაფიული წიგნი სულ სხვა საქმეა.
დიდი ავტობიოგრაფიული წიგნის (რომელზეც რობერტო ბაჯომ უკვე დაიწყო მუშაობა) წერაში იტალიელ ფეხბურთელს კვლავ მისი მეგობარი ჟურნალისტი ეხმარება, თუმცა, წინა ბროშურისაგან განსხვავებით, ახალ წიგნში ”სკუადრა აძურას“ ლეგენდა პირველ პირში ისაუბრებს და რაც მთავარია, ეს წიგნი იქნება ავტობიოგრაფიული წიგნების კლასიკური ნიმუში, თავისი გულრწფელი აღიარებებით და სხვა...
რობერტო ბაჯოს თქმით, მისი ახალი წიგნი 2012 წლის თებერვლისთვის რომში გამოიცემა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი წიგნის სათაურიც კი არ აქვს მოფიქრებული, “ცხენისკუდას“ სჯერა, რომ მისი ნაღვაწი ტირაჟითა და შესაბამისად გაყიდვებით, შეიძლება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი გახდეს. ამის იმედს იტალიელ ვარსკვლავს პირველ რიგში საკუთარი ავტორიტეტი აძლევს.
 

0.537035