ჭადრაკი

14:18 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული ტური ინდოეთში

ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-6 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მონაწილეებისთვის. ოთხიდან სამმა ქართველმა გამარჯვება იზეიმა, ერთი კი ყაიმს დასჯერდა.

ზავი შეჯიბრის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ გაგუნაშვილმა (2560) დააფიქსირა, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა, მეტოქედ კი ინდოელი მიშრა სვაიამსი (2442) ჰყავდა.

შედეგად, ორივე ხსენებულმა მოჭადრაკემ 5.0 ქულა მოაგროვა. იდენტური მაჩვენებელი აქვთ სხვა ინდეოელებს – ჩანდა სანდიპანს (2594), სური ვაიბჰავს (2524), საჯაი გროვერს (2469) და სრინატ ნარაიანანს (2414). დამატებითი მაჩვენებლებით, გაგუნაშვილი მე-2 ადგილზე იმყოფება.

ლიდერებს წამოწივნენ ლევან ფანცულაია (2573), მიხეილ მჭედლიშვილი (2621) და ლუკა პაიჭაძე (2535), რომელთაც აქტივში 4.5-4.5 ქულა აქვთ და შესაბამისად, მე-14, მე-15 და მე-16 პოზიციები უკავიათ.

მე-6 ტურში ჩვენებურებმა ინდოელებს აჯობეს: მჭედლიშვილმა – რატნაკარანს (2397), ფანცულაიამ – კარტიკეიანს (2380), ხოლო პაიჭაძემ – საი კრიშნას (2358).

0.128297