ჭადრაკი

13:11 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული ტური დელიში

დელის საჭადრაკო ტურნირის მე-8 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის. ორმა მათგანმა გამარჯვება იზეიმა, ერთმა კი ყაიმი გააფორმა.

ინდურ შეჯიბრზე მე-2 ნომრად განთესილმა ლევან ფანცულაიამ (2614) თეთრი ფიგურებით რატნაკარანი (ინდოეთი, 2475) დაამარცხა და 5.5 ქულით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

ასეთივე მონაგარით მე-9 პოზიციაზე იმყოფება მერაბ გაგუნაშვილი, რომელიც თეთრებითვე ჩაკრავარტი დეეპანს (ინდოეთი, 2475) დაუზავდა.

თორნიკე სანიკიძე (2541) შავი ფიგურებით შივანანდას (ინდოეთი, 2331) დაუზავდა და 5.0 ქულით 29-ე პოზიციას უწია.

ბოლოსწინა მე-9 ტურში ფანცულაია შავებით ლაქსმანს (ინდოეთი, 2455) ეთამაშება, გაგუნაშვილი და სანიკიძე კი თეთრი ფიგურებით გაირჯებიან. მერაბი მურალი კარტიკეიანს (ინდოეთი, 2472) დაუპირისპირდება, ხოლო თორნიკე – სამეერ კატმალეს (ინდოეთი, 2351).

დელის ტურნირზე გამარჯვების საუკეთესო შანსი ინდოელ აბიჯეეტ გუპტას (2606) გააჩნია, რომელმაც 8 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ქულით უსწრებს.

0.118184