ჭიდაობა

11:09 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი ტაშკენტში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (85 კგ), ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყისი შეხვედრები მოიგეს და მერვედფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს.

დათუნაშვილს 16 საუკეთესოს შორის მოსახვედრად ორი ეტაპის გავლა დასჭირდა. პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩი 8:0 დაამარცხა, ხოლო ბელარუს ვალერი პალენსკის 4:2 აჯობა.

ვლადიმერ გეგეშიძე პირველსავე წრეში ტიტულოვან მოწინააღმდეგეს, ევროპის 2012 წლის და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონ ბულგარელ ხრისტო დიანოვ მარინოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია.

 

ვასილ მშვილდაძე

0.121592