ჩოგბურთი

13:57 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვუჰანის ტურნირს შარაპოვაც გამოეთიშა

ჩინეთში მიმდინარე ვუჰანის ტურნირს მარია შარაპოვა დაემშვიდობა.

WTA-ის მეოთხე ნომერი, მარია შარაპოვა, ვუჰანის ტურნირის მერვედფინალში,  რეიტინგში 61-ე ადგილოსან შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისთან დამარცხდა (6:7, 5:7). მატჩი დაძაბულად წარიმართა. პირველ სეტში ვერცერთმა ჩოგბურთელმა ვერ მოახერხა ბრეიკის შესრულება. 25 წლის შვეიცარიელი ტაი-ბრეიკზე უკეთესი აღმოჩნდა და სეტი მის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე სეტის დასაწყისშივე მარიამ მოახერხა ბრეიკის გაკეთება, თუმცა ბაჩინსკიმ უკუბრეიკი შეუსრულა. ანგარიშზე 6:5 ტიმეას სასარგებლოდ, შვეიცარიელმა შეძლო რუსის ჩაწოდების მოგება, რაც მატჩში გამარჯვებას ნიშნავდა.

ვუჰანის ტურნირს ასევე გამოეთიშნენ რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი.

ლაშა ქოიავა

0.116357