კალათბურთი

18:07 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვუჩევიჩი და დანკანი აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების საუკეთესო მოთამაშეებად “ორლანდო მეჯიქის” ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი და “სან ანტონიოს” ფორვარდი ტიმ დანკანი აღიარეს.

“ორლანდომ” კვირის განმავლობაში სამიდან ორი მატჩი მოიგო, ხოლო ვუჩევიჩის საშუალო მონაგარი 20.7 ქულა და 14.3 მოხსნა იყო. დანკანის “სან ანტონიომ” ოთხივე შეხვედრაში იმარჯვა, ტიმი კი საშუალოდ 2.0 ქულას და 8.5 მოხსნას აგროვებდა.

0.1152