ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სამშაბათს გამართულ სხდომაზე პაველ ვრბა ეროვნული გუნდის თავკაცად ერთხმად აირჩია. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა eurofotbal.cz-ი.
ვრბასთან ერთად ნაკრებში, “პლზენში” მისი ასისტენტი კარელ კრეიჩიც იმუშავებს. ორივე სპეციალისტის კონტრაქტი ძალაში მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა.
ჩეხეთის ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი 2014 წლის 5 მარტს პრაღაში ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში შედგება.
შეგახსენებთ, რომ “პლზენში” ვრბას შემცვლელად თბილისის “დინამოს” ამჟამინდელი დამრიგებელი დუშან უჰრინი განიხილება.