თამაშგარე

11:13 | 22.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკის არაღიარებული ნიშნობა

შხვართი დანიელი ჩოგბურთელი ქალი კაროლინ ვოზნიაცკი წელიწადზე მეტია, რაც შეყვარებულია. კაროლინი ცნობილი მეგოლფის, რორი მაკელროის ოფიციალური სატრფოა და მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევა, იმდენს კი “ახერხებენ“, რომ სიყვარულის ამბები საზოგადოებას ვერ დაუმალონ.
ამასწინათ, ჟურნალისტებმა კაროლინ ვიზნიაცკის ხელზე ნიშნობის ოქროს ბეჭედი დაუნახეს და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი და ჭორები მოჰყვა. როდესაც დანიელ მეჩოგნეს ბეჭედზე ჰკითხეს, მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ჟურნალისტებისა და პაპარაცების “შეტევა“ ამის შემდეგ რორი მაკელროიზე დაიწყო. როგორც ჩანს, მეგოლფეს კაროლინთან წინასწარ ჰქონდა შეთანხმება დადებული ამ თემაზე არაფრის თქმასთან დაკავშირებით და მოკალმეებმა ვერც მას ათქმევინეს რაიმე. არადა, ნიშნობის ბეჭედი რასაც ნიშნავს, ეს ყველამ კარგად იცის...
 

0.144609