21 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინე ვოზნიაცკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში ფეხბურთის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის დაწყება მიულოცა.
“როგორც იქნა, ევრო-2012 დაიწყო. ეს თვე საინტერესო მატჩებით იქნება სავსე”, - დაწერა კარომ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 11 ოქტომბერს ვოზნიაცკი WTA-ის რეიტინგის სათავეში მოექცა და წლინახევრის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ამჟამად კი, იმავე რეიტინგში მეცხრე საფეხურზეა.