თამაშგარე

17:10 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკი შეყვარებულით ამაყობს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 22 წლის დანიელმა კაროლინე ვოზნიაცკიმ სოციალურ ქსელ თწიტტერ-ის საკუთარ მიკრობლოგში თავისი შეყვარებული შეაქო. საქმე ისაა, რომ 23 წლის მეგოლფე რორი მაკილროიმ სხვადასხვა ტურნირებზე წარმატებით იასპარეზა და კაროლინეს მისით სიამაყის საბაბი მისცა.
“რა მაგარია! რორიმ კვლავ საოცრად კარგად ითამაშა - უკანასკნელი ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო და ყველას მისი მიღწევებით სიამაყის საბაბი მოგვცა!” - დაწერა ვოზნიაცკიმ.
 

0.188169