ფეხბურთი

18:40 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლსბურგი" დესტროს სანაცვლოდ 25 მილიონს ჩამოდის

 

იტალიის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელმა მატია დესტრომ, შესაძლოა, კარიერა "ვოლსბურგში" გააგრძელოს. იტალიური მედიის ცნობით, გერმანელები მზად არიან, "სკუადრა აძურას" იმედისმომცემ თავდამსხმელში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ 23 წლის ფეხბურთელს "რომაში" დარჩენა სურს. მეორე საკითხია, მოინდომებს თუ არა "რომა" თავდამსხმელის გაშვებას. აგრეთვე ცნობილია, რომ "ვოლსბურგი" დესტროს წელიწადში, ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

მატია დესტრომ, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, "რომას" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 13 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. იტალიელთა აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ, 23 წლის ფეხბურთელი მუნდიალისთვის გაფართოებულ სიაში შეიყვანა, თუმცა საბოლოოდ, ნაკრების მიღმა დატოვა.

გიორგი ბალახაძე

0.109266