გერმანული “ვოლფსბურგი” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – რომელუ ლუკაკუს შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.
“ზაფხულში ფორვარდს აუცილებლად შევიძენთ, მაგრამ ახლა უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, ფინანსური მდგომარეობა რის შესაძლებლობას გვაძლევს. რა თქმა უნდა, ლუკაკუთი გაძლიერება გვინდა, მაგრამ სხვა ვარიანტებიც გვაქვს”, - განაცხადა “მგლების” გენერალურმა დირექტორმა კლაუს ალფონსმა.
რამდენადაც ცნობილია, ლუკაკუს გადაბირება “დორტმუნდს” და მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურს.