ფეხბურთი

22:01 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვოლასმა "ვიტესი" იუარა

 

ლონდონის "ჩელსიდან" მილანის "ინტერში" განათხოვრებულმა 19 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვოლასმა იტალიურ კლუბში გასხვისების დეტალი გაამჟღავნა. როგორც აღმოჩნდა, 19 წლის ფეხბურთელს "ჩელსიში" თამაში პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ შეეძლო.

"პირადობის მოწმობის გამო "ჩელსიში" ჩემი თამაში გამორიცხული იყო. ლონდონელებს ჩემი განათხოვრება არნემის "ვიტესში" სურდათ, მაგრამ ჰოლანდიაში თამაში არ მინდოდა. მე ვესაუბრე ჟოზე მოურინიოს და გადაწყდა, რომ "ინტერში" ვითამაშებდი" _ განუცხადა Globo Esporte-ს ვოლასმა.

ვოლას ოლივეირა დოს სანტოსი "ჩელსიმ" ამ ზაფხულს "ფლუმინენსესგან" 5.4 მილიონ ევროდ შეიძინა და "ინტერში" ერთი წლით გაანათხოვრა.

 

გიორგი ბალახაძე

 

 


0.10978