არავისთვის, და მითუმეტეს ფეხბურთის ფანებისთვის, უცხო და ახალი არაა ფეხბურთელების გადაჭარბებული ლტოლვა ცნობილი ლამაზმანებისადმი. მდედრობითი სქესის რჩეულ წარმომადგენლებსაც მეტი არ უნდათ – ისინიც თავისთავად სახელგანთქმულსა და ჯიბესავსე სპორტსმენებზე ნადირობენ. მაგრამ ლტოლვაცაა და ლტოლვაც... “მილანის” ნახევარმცველ, განელ კევინ პრინს ბოატენგს ეს ლტოლვა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
საქმე ისაა, რომ ენერგიული და ტემპერამენტიანი ბოატენგი, ამჟამად ულამაზეს იტალიელ მოდელ მელისა სატაზე უგონოდაა შეყვარებული. დიახაც რომ უგონოდ, რადგან წყვილი მთელ თავისუფალ დროს საწოლში ატარებს და ერთხანს, ამის გამო, ბოატენგს ხშირი ტრავმიანობა და გადაღლაც კი დასჩემდა. ამაზე თავად კლუბის ექიმები საუბრობდნენ ღიად.
ამ ყველაფრის დასასრული კი ის იყო, რომ ახლახანს, ერთ-ერთ თამაშის მეორე დღეს, ფეხბურთელი ვარჯიშზე ტრავმირებული გამოცხადდა და ისე დალასლასებდა, ლომბარდელთა მწვრთნელი იძულებული გახდა, ბოატენგი უკან, სახლში გაეშვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საყვარელმა ქალმა კევინ-პრინსი საწოლიდან ნასიამოვნები, მაგრამ ტრადიციულად ტრავმირებული გამოუშვა...