ფეხბურთი

21:17 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვნებათაღელვა გორში

 

კვირას მეორე წრის ბოლოსწინა ტური გაიმართა და ბუნებრივია, მთავარი ყურადღება საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა-არმოხვედრის საკითხს დაეთმო. “დილამ” და”ვიტ ჯორჯიამ” საგაზაფხულო ეტაპი ცუდად დაიწყეს, საწყის ორ ტურში ორივემ 2-2 თამაში წააგო და ბუნებრივია გულშემატკივრების კრიტიკაც დაიმსახურა. ამიტომაც იყო გორელთა დამრიგებელმა, რამაზ სოღოლაშვილმა ქომაგებს რომ მიმართა, ცუდ შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ და გპირდებით საქმე უკეთესობისკენ წავაო. გორელებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ კერკეტ “ვეტერინარებს” მაინც ვერ მოუგეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სოღოლაშვილმა რაჟამაშვილის ნაცვლად ჭაბუკი თენგო წიქარიძე გაიყვანა მინდორზე, 18 წლის შუახაზელს მალევე შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ზუსტად ვერ დაარტყა. მასპინძლებმა მალევე მაინც გახსნეს ანგარიში, ბერიაშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ლუკა რაზმაძემ ზუსტად შეასრულა. ბოლოსკენ კი ვითარება დაიძაბა. მე-80 წუთზე ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, წააქციეს, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა, საპასუხო კონტრშეტევას კი გოლი მოჰყვა, რომელიც კორიფაძემ ლამაზი დარტყმიოთ გაიტანა. 4 წუთში იმავე ბერიაშვილმა მეკარეც მოატყუა და მახვილი კუთხიდან გოლიც გაიტანა, მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა, რის შემდეგაც აღშფოთებული ქომაგები მოედანზე შევარდნენ, გორელთა კაპიტან ალექსანდრე კვახაძეს კი ვადაჭკორიამ შელაპარაკებისთვის მეორე ყვითელი უჩვენა, რაც ავტომატურად გაძევებას ნიშნავდა თამაში მაინც გაგრძელდა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. ამ ფრის შემდეგ “ვეტერინარებმა” ზედა ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.

 

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (0:0)

9 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: ლეგაშვილი, კვახაძე, მამუკა კობახიძე, ჯიშკარიანი, ორბელაძე, გურეშიძე, რაზმაძე, კორღალიძე (შენგელია 62), რაჟამაშვილი (წიქარიძე 46), კოშკაძე, ბერიაშვილი

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, მჭედლიშვილი, ღიბრაძე (ხვისტანი 67), მაისურაძე (გახარია 72), დავლაშელიძე, კორიფაძე, ლობჯანიძე, კვირკვია (სიჭინავა 43)

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 1:0 რაზმაძე (51), 1:1 კორიფაძე (80)

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (42), წიქარიძე (61), კვახაძე (84); ღიბრაძე (41), დავლაშელიძე (44), მაისურაძე (47)

გაძევება: კვახაძე (86)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

0.116681