სხვა

18:08 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ კლიჩკოს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი გაუჩნდა

პროფესიონალ მოკრივეთა შორის სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ (უკრაინა) სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჩინგ-კუო ვუმისგან თანხმობა მიიღო, რომ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

ამის შესახებ განცხადება თავად ჩინგ-კუო ვუმიმ გააკეთა.

“მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამოყვარულო კრივის განვითარებას”, - განაცხადა ჩინგ-კუო ვუმიმ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკომ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოთქვა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სურვილი და ეს გადაწყვეტილება ამის შემდეგაც არაერთხელ დაადასტურა.

0.122561