შვეიცარიაში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, 36 წლის უკრაინელი მოკრივის, ვლადიმირ კლიჩკოს ტრუსი 15 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ეს ის ტრუსია, რომლიც კლიჩკოს 7 ივლისს ემოსა – როცა ამერიკელ ტონი ტომპსონს დაუპირისპირდა და მე-6 რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.
ვლადიმირის წითელი შორტიდან აღებული თანხა, პარკინსონის დაავადების შესწავლას მოხმარდება.
კლიჩკო თავის სპორტულ ეკიპირებას პირველად როდი ყიდის - 2006 წელს უკრაინელი მოკრივის შორტი, რომელშიც მან კორი სანდერსს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 9 ათას ევროდ გაიყიდა. ასე რომ, ვლადიმირის ტრუსი 6 წლის განმავლობაში ორჯერ გაძვირდა.