8-17 ნოემბერს რუსეთის ქალაქი ანაპა ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპის კრივის კონფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირის მთავარი მსაჯი საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი იქნება.
ეს ინფორმაცია კრივის ფედერაციამ წერილობით 29 ოქტომბერს შეიტყო. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები კი ევროპირველობისთვის დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას ქუთაისში გადის. კუკური შავგულიძის შეგირდები ევროპის ჩემპიონატზე ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრებიან და მედლებისთვის იბრძოლებენ.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური